Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან მეჯვრისხეველი მწყემსი გაათავისუფლეს


გიორგი ტერაშვილი
გიორგი ტერაშვილი

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს გამყოფი ხაზისპირა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გიორგი ტერაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იფორმაციით, 11 მაისს, გიორგი ტერაშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, ნახირი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა და ტერაშვილი მას დაედევნა, რა დროსაც იგი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ტერაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოსთან გადასცეს.

„გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - წერია სუს-ის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.

XS
SM
MD
LG