Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხელისუფლება ხარკოვის რეგიონის მოსახლეობას წასვლისკენ მოუწოდებს


ხარკოვის რეგიონში სასტიკმა ბრძოლებმა უამრავი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა
ხარკოვის რეგიონში სასტიკმა ბრძოლებმა უამრავი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

ხარკოვის რეგიონის ოკუპირებულ რაიონებში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ ამ ტერიტორიაზე დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას წასვლისკენ მოუწოდა.


ასეთი რეკომენდაცია საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ "გაზრდილი იერიშებით" ახსნა. "სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ხარკოვის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია გირჩევთ, რომ ცოტა ხნით დატოვოთ ჩვენი რეგიონის ტერიტორია", - ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის რეკომენდაციაში.

საოკუპაციო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ ხარკოვის რეგიონი "რაიონებში ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების დამყარებამდე" უნდა დატოვოს. ის ადგილობრივ უკრაინელებს რუსეთში თავშესაფრით უზრუნველყოფაში დახმარებას ჰპირდება.

საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა მარტში განაცხადა, რომ რუსეთი აკონტროლებს ხარკოვის რეგიონში 29 დასახლებულ პუნქტს, რომელშიც სულ სამი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

თუმცა, გასული წლის დეკემბერში ხარკოვის რეგიონის უკრაინის პოლიციამ გაავრცელა განსხვავებული მონაცემები, რომლის თანახმად, რუსეთი 200-300 ადამიანით დასახლებულ 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG