Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვთან დაკავშირებულ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა


სასამართლომ უკრაინაში გამოსასწორებელი ვადით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის (მოსკოვთან დაკავშირებული - УПЦ) მიტროპოლიტს, 62 წლის იოასაფს (გუბანი).

იოასაფი დამნაშავედ ცნეს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევაში, რაც ადამიანების ჯგუფის წინასწარი შეთქმულებით იქნა ჩადენილი, იტყობინება უკრაინის უშიშროების სამსახური.

გუბანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ნასამართლევი სასულიერო პირია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ხელისუფლება ბრალად სდებს ეკლესიას, რომ მოსკოვს უჭერს მხარს, მისი ტაძრები დახურეს, მღვდლებს და ეპისკოპოსებს მოსკოვისთვის მუშაობას აბრალებენ, რასაც ეკლესია უარყოფს.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რომელშიც შედიოდა თვითმმართველობის უფლებებით.

უკრაინის უშიშროების სამსახური ამტკიცებს, რომ იოასაფი და უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ეკლესიებში „მტრულ პროპაგანდისტულ“ ლიტერატურას ავრცელებდნენ. ბრალდებულები, როგორც უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, „საჯაროდ აქებდნენ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის მიტაცებას“ და „რელიგიათაშორის მტრობას აღვივებდნენ.“

გამოძიების თანახმად, იოასაფი რუსეთის პატრიარქის კირილეს ახლო გარემოცვაში შედის და „მასთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მუშაობის კოორდინაციას ეწეოდა.“

ცნობით, მიტროპოლიტმა, მასთან ერთად მისმა მდივანმა, დანაშაული აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ერთი წლით ეკრძალება რელიგიური უწყების და საეკლესიო ეპარქიის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება.

XS
SM
MD
LG