სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ადგილობრივ მკვიდრს, ირინა ციბანოვას, ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მშობლების საფლავზე ბარათის დატოვების გამო. ის დამნაშავედ ცნეს პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე სასაფლაოების შეურაცხყოფისთვის.
ციბანოვას ასევე ორწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს. ბარათში, რომელიც პეტერბურგის 60 წლის მკვიდრმა პუტინის მშობლების საფლავზე დატოვა, ეწერა, რომ მათ "გაზარდეს ურჩხული და მკვლელი", რომლის სიკვდილზეც მთელი მსოფლიო ლოცულობს.
„მანიაკის" მშობლებო, წაიყვანეთ იგი თქვენთან, მისგან იმდენი ტკივილი და უბედურებაა“, - დაწერა ციბანოვამ. პროკურატურა მსჯავრდადებულისთვის 3 წლით პატიმრობას ითხოვდა.
- ვლადიმირ პუტინის მშობლები, ვლადიმირ პუტინი უფროსი და მისი მეუღლე მარია შელომოვა პუტინის პრეზიდენტად არჩევის წინ, 1999 და 1998 წლებში გარდაიცვალნენ.
- 2022 წლის 27 სექტემბერს უცნობმა აქტივისტებმა მათ საფლავზე ასევე დატოვეს ბარათი, რომელშიც მათი შვილის საქციელზე ჩიოდნენ. ბარათზე სკოლის დღიურის გვერდის სახით ეწერა: "ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი სამარცხვინოდ იქცევა! ისტორიის გაკვეთილების აცდენს, მერხთან მსხდომ მეზობლებთან ჩხუბობს და მთელი სკოლის აფეთქებით იმუქრება! მიიღეთ ზომები!"