Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აუქმებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას


ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.

რუსეთი აუქმებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მონაწილეებისთვის შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებაში, რომელიც გამოქვეყნდა იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე.

ტექსტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტში ხელშეკრულების დენონსირების განხილვისას ოფიციალურ წარმომადგენლად ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის - მიერ. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.

2007 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ნატოს ქვეყნები მოახდენდნენ მის რატიფიცირებას. მაშინ ალიანსმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები ხელს არ უწყობს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ქვეყნის მონაწილეობას New START-ში, შეერთებულ შტატებთან დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებას. შეთანხმება არ ითვალისწინებს ცალმხრივ შეჩერებას, ფაქტობრივად, მოსკოვმა უბრალოდ უარი თქვა მის შესრულებაზე.

მაშინ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულების განხორციელება შეუძლებელია მანამ, სანამ „დასავლური ელიტები რუსეთის განადგურებას ცდილობენ“. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილებას "დიდი შეცდომა" უწოდა.

XS
SM
MD
LG