Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი


ტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატამზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული ბრწყინვალე ჭიდაობით შეინარჩუნა.

ფინალის გზაზე გრიგალაშვილმა მაროკოელი, ტაჯიკი, ავსტრიელი და სამხრეთკორეელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელგიელ მატიას კასეს აჯობა.

დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი 7 მაისს დაიწყო. უკვე გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა და ქალთა ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ორო მედალია - ტატო გრიგალაშვილის ოქრო და გიორგი სარდალიშვილის (60 კგ) ბრინჯაო.

11 მაისს მამაკაცთა შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები და საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ორი უძლიერესი ძიუდოისტი ჩაებმება: მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

XS
SM
MD
LG