ორშაბათ ღამით ოდესაში სროლის შედეგად დაიწვა უკრაინის "წითელი ჯვრის" საწყობი. 1 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ინახებოდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სრულად განადგურდა.
ამასთან, "წითელი ჯვრის" ინფორმაციით, ნიკოლაევსკის ოლქში დაზიანდა მობილური ჰოსპიტალი. სამედიცინო აღჭურვილობის და ავეჯის ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება.
უკრაინის "წითელი ჯვრის" ოდესის განყოფილების მუშაობა ჰუმანიტარულ სფეროში დროებით შეჩერებულია.
7-8 მაისის ღამით რუსეთის ძალებმა ოდესაზე და მის შემოგარენზე იერიში მიიტანეს Х-22 ტიპის რაკეტებით.
უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები განხორციელდა "შაჰედის" ტიპის ე.წ. კამიკაძე-დრონებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ყველა, ანუ 35-ვე დრონი ჩამოაგდეს.