Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: ციხეში გარდაიცვალა ბელარუსი ოპოზიციონერი ბლოგერი მიკალაი კლიმოვიჩი


მიკალაი კლიმოვიჩი, 2012 წლის ფოტო
მიკალაი კლიმოვიჩი, 2012 წლის ფოტო

ბელარუსი ბლოგერი მიკალაი კლიმოვიჩი, რომელიც დააპატიმრეს ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კარიკატურის ინტერნეტში განთავსების გამო, გარდაიცვალა ვიტებსკის რეგიონში მდებარე სადამსჯელო კოლონიაში - იუწყება მინსკში განთავსებული უფლებადამცველი ჯგუფი Vyasna (გაზაფხული) 7 მაისს.

კლიმოვიჩს ტვინში სისხლის ჩაქცევა და გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, სანამ 28 თებერვალს ერთი წლით მიუსჯიდნენ პატიმრობას.

ლუკაშენკას რეჟიმმა რეპრესიები აამუშავა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლითაც ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიენიჭა პრეზიდენტობა. ოპოზიციის ლიდერები და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG