6 მაისს 54 ადამიანამდე გაიზარდა ინდოეთის შორეულ, ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონში მომხდარი ეთნიკური კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი, წუხელ ისევ იყო შეტაკებები, მიუხედავად მთავრობის მხრიდან ჯარის შეყვანისა წესრიგის აღსადგენად.
მანიპურის რეგიონში ათასობით სამხედრო გაგზავნეს მას შემდეგ, რაც 3 მაისს ძალადობაში გადაიზარდა ადგილობრივი თემის მიერ მოწყობილი საპროტესტო მსვლელობა. მანიპური ინდოეთის შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილია - რეგიონის, რომელსაც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს ვიწრო დერეფანი, და სადაც ათწლეულებია ხდება კონფლიქტები ეთნიკურ და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის.