Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებულს ბრალი შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს კაცის მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს. თუკი თავდაპირველად საუბარი იყო განზახ მკვლელობის კვალიფიკაციაზე, ახლა უკვე მას "დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას" ედავებიან.

მას აქამდე 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა კი შესაძლოა გამასწორებელი სამუშაო ვადა ან შინაპატიმრობა მიუსაჯონ.

  • 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 15 წლამდე წლამდე;
  • 114-ე მუხლით მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა. შემსუბუქებული კვალიფიკაციის მიუხედავად, უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

რა მოხდა ვერაზე - გამოძიების ვერსია

გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლა ვერასთან" იმყოფებოდნენ გ.მ. და დაცვის პოლიციის ის თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. 4 მაისის საღამოს მათ მიუახლოვდა კაცი (ს.გ.), რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.მ.-ს, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომლის დასაცავი პირის ნათესავია და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სწორედ ამ დროს მას დაედევნა დაცვის პოლიციის თანამშრომელი და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა - კაცი (ს.გ.) გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დანაშაულის მეორე დღეს 5 მაისს ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG