Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მიმდინარეობს ჩარლზ III-ის კორონაცია


ვესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს ჩარლზ III-ის კორონაცია
ვესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს ჩარლზ III-ის კორონაცია

ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში 6 მაისს იმართება ახალი მონარქის, ჩარლზ III-ის კორონაცია.

ცერემონია დაიწყო მსვლელობით ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატომდე. უშუალოდ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე ცოტა ნაკლებმა სამხედრო მოსამსახურემ, მარშრუტის გასწვრივ კიდევ ათასი სამხედრო იყო რიგში ჩამდგარი.

შემდეგ სააბატოში დაიწყო საზეიმო ცერემონია. მეფემ საეკლესიო იერარქების თანდასწრებით ბიბლიაზე წარმოთქვა ფიცი, რომ ერთგულად მოემსახურება ბრიტანეთის და იმ სხვა ქვეყნების ხალხებს, რომელთა მეთაურიც არის, რომ დაიცავს კანონებს და ანგლიკანურ რწმენას.

ტრაფალგარის მოედანზე პოლიციამ დააკავა რესპუბლიკის მომხრე რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ორგანიზაცია "რესპუბლიკის" ლიდერი გრემ სმიტი. რამდენიმე ასეული აქტივისტი მოედანზე მივიდა პლაკატებით "ეს ჩვენი მეფე არ არის". სააგენტოების ცნობით, დაკავება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ აქტივისტთა ნაწილს თან საღებავი ჰქონდა, და პოლიციამ ვანდალიზმი აღკვეთა. რესპუბლიკელები პოლიციას ადანაშაულებენ მშვიდობიანი თავშეყრის უფლების ხელყოფაში.

მონარქიის მომხრეები და ზოგადი მაყურებლები ლონდონის ქუჩებში ათასობით გავიდნენ. ისინი მიესალმებიან საზეიმო ცერემონიების მონაწილეებს.

კორონაციის ცერემონიაზე მიიწვიეს 200-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი. რუსეთის წარმომადგენლები ცერემონიაზე არ მიუწვევიათ.

ბრიტანეთის ისტორიაში 73 წლის ჩარლზი გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა. მისი დედა, დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა, 2022 წლის 8 სექტემბერს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG