Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: "ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ნატოს არ შევუერთდებით"


ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. ჰააგა, 4 მაისი, 2023.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. ჰააგა, 4 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „რეალისტურად“ აფასებს ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამის შესახებ მან ჰააგაში ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდერ დე კროსთან და მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამ ომის დროს ნატოს ნაწილი არ გავხდებით“, - თქვა მან.

”მაგრამ ჩვენ გვინდა, ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ნატოში ვიქნებით”, - დასძინა მან.

ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ნატოს დე ფაქტო წევრია და ახლა ალიანსს დე იურე უნდა შეუერთდეს.

XS
SM
MD
LG