Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას დამატებით თანხას გამოუყოფს სამხედრო დახმარებისთვის


ამერიკული UH-60 Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენები უკრაინის სადაზვერვო თავდაცვის მანევრებზე. აპრილი, 2023 წელი
ამერიკული UH-60 Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენები უკრაინის სადაზვერვო თავდაცვის მანევრებზე. აპრილი, 2023 წელი

აშშ-მა 3 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოუყოფს.

2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ეს არის აშშ-ის სამხედრო დახმარების რიგით 37-ე პაკეტი უკრაინისთვის, აზუსტებს პენტაგონი თავის განცხადებაში.

სხვათა შორის, ის შეიცავს დამატებით ჭურვებს HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, ასევე ნაღმმტყორცნების ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებს, Hydra-70-ის ტიპის საავიაციო რაკეტებს, მცირე იარაღს და საბრძოლო მასალას, ტრაქტორებს და მისაბმელებს მძიმე ტექნიკის გადასატანად და სათადარიგო ნაწილებს.

„აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს თავისი გადაუდებელი მოთხოვნილება ბრძოლის ველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

3 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის სქემაზე. ამ მიზნით 1 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG