Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მოსახლეობა დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად არის 3 მილიონზე ნაკლები


ხალხი ერევნის ქუჩაში. 17 ნოემბერი, 2022.
ხალხი ერევნის ქუჩაში. 17 ნოემბერი, 2022.

სომხეთის მოსახლეობა 3 მილიონზე ოდნავ ნაკლებია, როგორც აჩვენებს ოქტომბერში ჩატარებული აღწერის მონაცემები. ეს არის დაახლოებით 90000 ადამიანით ნაკლები, ვიდრე 2011 წელს, როდესაც წინა აღწერა ჩატარდა. საერთო რაოდენობა, 2928914, მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ ერთ წელზე მეტი ხნით.

აღწერის დროს სომხეთში ფიზიკურად მცხოვრებთა რიცხვი 233000-ით ნაკლები იყო 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სომხეთის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონზე დაბლა დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს.

აღწერა 1991 წლის შემდეგ მესამედ ჩატარდა.

XS
SM
MD
LG