საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - იუწყება, რომ ორი ქართველი მეზღვაური აფრიკაში გემიდან გაიტაცეს. საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, შემთხვევა 2 მაისს, ღამის საათებში, მოხდა.
"გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ... ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან", - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, გატაცებულების ოჯახების წევრებს უკვე მიაწოდეს არსებული ინფორმაცია.