Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალისთვის 2-ზოლიანი გზის დასამატებლად პროექტი მომზადდება


ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებით აშენდება ორზოლიანი გზა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

"საავტომობილო გზების ინტენსივობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ინტენსივობის არსებული და პერსპექტიული ზრდა. საგზაო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად მოდერნიზებისათვის მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მასზე დაფუძნებული დეტალური პროექტი", - აცხადებენ უწყებაში.

31,3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზა შეკვეთილიდან იწყება და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან სრულდება. ეს გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

XS
SM
MD
LG