Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო (განა)თლებაზე


ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი

"არავის შეეპაროს ეჭვი, რომ კანონმდებელმა თავისი ყურადღება უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდობის განათლებისკენ უნდა მიმართოს; რადგან განათლების უგულებელყოფა ზიანს აყენებს კონსტიტუციას."

არისტოტელე, პოლიტიკა, წიგნი 8.

საჯარო განათლება, ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე, ფუნდამენტური დეტერმინანტი და კრიტიკული ფაქტორია საზოგადოების განვითარებისთვის, ნებისმიერი ფორმის სახელმწიფო მოწყობის თუ კონსტიტუციის პირობებში. იდეალურთან მიახლოვებული ანუ ხარისხიანი, ფუნქციონალური და მოქნილი საჯარო განათლების სისტემა, ორგანიზებულია ორიენტაციით, უზრუნველყოს და აღჭურვოს მოქალაქეები ადეკვატური ცოდნით სახელმწიფოს და მსოფლიოს ,,საერთო ინტერესებზე.”

ისმის კითხვა, თუ რა გვევლინება ,,საერთო ინტერესების” საკითხებად ქართულ რეალობაში? მძაფრი სოციოეკონომიკური და სოციოპოლიტიკური პრობლემები… რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ჩვენს თანამემამულეებს, ზემოთ ხსენებულ, ყველასთვის ასე ნაცნობ და აწ უკვე ყოველდღიურობისთვის თანმდევ თანამედროვე გამოწვევებთან, ყოველგვარი “იმუნიტეტის” და მომზადების გარეშე უწევთ გამკლავება. მაგრამ, თუ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, დაჟინებული მოთხოვნა და განათლების პრიორიტეტების პრიორიტეტად განსაზღვრა იქნება, თითოეულ ქართველს შეეძლება ჩვენთვის აქტუალური და ღრმად სენსიტიური პრობლემების გაგება და თანამოქალაქეებთან ჯანსაღ, პროდუქტიულ დიალოგში ჩართვა. ოპტიმალური ქართული საჯარო განათლების სისტემა, პრერეკვიზიტი იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური პოტენციალის და თვითრეალიზაციის მაქსიმიზირებისათვის. მეთოდურად ჯანსაღი, თანამედროვე და კონსტრუქციული საგანმანათლებლო ქოლგის შექმნა, სხვა სიკეთეებთან ერთად ნიშნავს ქაოსის, უწესრიგობის და სხვა გადაუჭრელი პრობლემებისათვის ანტიდოტის პოვნას.

როგორც ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქეებს, ჩვენ არ შეგვწევს ძალა ეროვნული თვითაქტუალიზაციისთვის, მანამ, სანამ ქართული საზოგადოების თითოეულ წევრს არ ექნება საჭირო განათლება და მხარდაჭერა, რომ გახდნენ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები.

,,არ მინდა დაგავიწყდეთ, რომ არსებობს მილიონობით სამყაროს შვილი, რომლებიც ვერ იღებენ და ვერ მიიღებენ კარგ განათლებას და არ მინდა თავი მათზე უკეთესებად იგრძნოთ, რადგან თქვენ არასოდეს იქნებით ის, რაც უნდა იყოთ, სანამ ისინი არ იქნებიან ის, რაც უნდა იყვნენ.”- მარტინ ლუთერ კინგი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG