Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერიოზულად შეშფოთებულია ჩინეთში სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებით


ევროკავშირის და ჩინეთის დროშები
ევროკავშირის და ჩინეთის დროშები

ევროკავშირი აცხადებს, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ჩინეთში ორი ცნობილი უფლებადამცველი აქტივისტის დაპატიმრებით და გამოდის მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით - ისინი გასულ კვირაში დააკავეს, როცა მიდიოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შესახვედრად.

ევროკავშირის პრესმდივანმა სააგენტო "როიტერსს" 18 აპრილს, გვიან საღამოს, იმეილით მისწერა, რომ აქტივისტების დაკავება ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ "უკვე მიუღებელია" და წარმოადგენს "სერიოზული შეშფოთების საფუძველს".

XS
SM
MD
LG