Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლოტოვი მორწმუნეებისთვის


ავტორი: ლუკა კერესელიძე

ეს დღეებია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად ბნელი, გაუნათლებელი და არაადამიანური საზოგადოებაა საქართველოში, რამდენად შეუმდგარი, მოძალადე და ქვესკნელში მყოფი ხალხის ირგვლივ ვცხოვრობთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დიდი ენერგიაა საჭირო ამ ყველაფრის გასაძლებად.

ხალხი, რომელიც მორწმუნეობაზე დებს თავს და მუხლებს იტყავებს ლოცვაში ბოლო დღეებია ბოლო პირით და ბოლო სიტყვებით ლანძღავს ადამიანს რომლის დანაშაულიც ჯერ დამტკიცებული არაა. ამ ხალხისთვის ყველაფერი შერჩევითია, ისინი ნერვიულობენ 5 ივლისის დამნაშავეებზე, რომლებიც გორილებივით ძვრებოდნენ შენობებზე და ქალაქს არბევდნენ და ასევე პოლიციელებზე რომლებიც არაადამიანობის განმარტებად იქცნენ ბოლო წლებში და აქცია აღარ სრულდება რო თვალი არ ამოუღონ ვინმეს დათვის დასაძინებელი ტყვიებით, მაგრამ ამ ადამიანებს ნერვი არ შეუტოკდებათ ახალგაზრდაზე, რომელსაც განსხვავებული გარეგნობა, აზროვნება და იმიჯი აქვს, ის ხომ იდეალური დამნაშავეა მათ თვალში - „სატანისტი, ლიბერასტი, ტატუებიანი, ხულიგანი“. იდეალური იმიჯია იმისთვის რო შენი მიძინებული ბნელი ძალები გამოაღვიძო და ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საღადაოდ მოიცალო თან როცა შენთვის შუა მარხვა მიმდინარეობს.

მერაბ მამარდაშვილი არც ისე დიდი ხნის წინ ლაპარაკობდა სიბნელეზე, რომელიც აზროვნებას აიძულებს ადამიანს, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს უბიძგებს სიბნელე აზროვნებისკენ, ადამიანური ბუნება ხო ჯოგური ინსტინქტია საქართველოში, ერთად ერთის წინააღმდეგ, გავანადგუროთ, ჩავქოლოთ, არ დავინდოთ, მოვკლათ, ოღონდაც ჩვენი ჯოგი გადარჩეს და ჩვენ არ დავკარგოთ „ქართველობა“. საქართველოს გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ აქ ჯერ კიდევ მე-14.

ბოდიში, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, აქ სიბნელე და სინესტეა, აქ უშეცდომო თუ არ ხარ მოგკლავენ, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ფსიქოლოგიური განადგურება უფრო დიდი ტკივილია, საბჭოთა კავშირიც ამიტომ არსებობს ამ ქვეყნის ძარღვებში, არსად არ წასულა, მენტალობა იგივეა, შმორის და ნაფტალინის სუნი ძალადობის ელფერით, რომელსაც აწ უკვე მოლოტოვის კოქტეილის სუნი დაკრავს, სუნი, რომელიც ასე აღიზიანებს მარხვით „გაცისკროვნებულ“ საზოგადოებას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG