Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს


საილუსტრაციო ფოტო: ანექსირებულ ყირიმში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი
საილუსტრაციო ფოტო: ანექსირებულ ყირიმში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს შეუტია უპილოტო საფრენმა აპარატმა. აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ დამოუკიდებელი გამოცემა „ბაზა“ წერს. მისი ინფორმაციით, დრონი აეროპორტის ღობესთან აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია აეროპორტის სიგნალიზაციის კაბელი.

ბელგოროდის აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ადასტურებს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტიც“.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას.

ბოლო თვეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG