Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: „გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა"


„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის წლიური ანგარიში შეაფასა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. პოლიტიკოსის აზრით, სალომე ზურაბიშვილი გადაეფარა მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და ქვეყნის საგარეო კურსზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დააკისრა.

„ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა - გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა. ბიძინა რომ გაიწია პოლიტიკიდან, მერე დაიწყო კურსის ცვლილებაო. რა გაიწია? სად გაიწია? ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? აბა რა ქნას ? ვინც ჭამთ, რატომ ჭამთ ამას? რა ძალა გადგიათ?" - დაწერა „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ზურაბ ჯირჩი ჯაფარიძემ.

ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობა და აღმასრულებელ ხელისუფლება საგარეო კურსთან დაკავშირებით. მან თავის ყოველწლიურ ანგარიშში თქვა, რომ „დიდი გაუგებრობა" იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის კურსზე, იწყება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

„2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG