Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წელს საქართველოში შობადობა წინა წელთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა


საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა 6799-ით მეტი იყო დაბადებულებთან შედარებით.

2022 წელს, საქართველოში სულ 42 319 ბავშვი დაიბადა, მათგან 21 897 ბიჭია და 20 422 გოგო. ახალშობილთა 33%-ი (14 202 ბავშვი) თბილისში დაიბადა. ყველაზე ცოტა ბავშვი (246) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაჩნდა.

2021 წელთან შედარებით, 7,9%-ითაა შემცირებული 2022 წელს ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა. შობადობის შემცირება ბოლო რამდენიმე წელია საქართველოსთვის უცვლელი ტენდენცია.

ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკა ახალშობილების შესახებ, ასეთია:

  • 2020 წელი - 46 520 ბავშვი დაიბადა;
  • 2019 წელი - 48 296 ბავშვი;
  • 2018 წელს - 51 138 ბავშვი;
  • 2017 წელს - 53 293 ბავშვი;
  • 2016 წელს - 56 569 ბავშვი;
  • 2015 წელს - 59 249 ბავშვი.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. 2021 წელს გარდაცვილთა მაღალ მაჩვენებელზე გავლენა ჰქონდა პანდემიას.

XS
SM
MD
LG