Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლამ მის ძალებს დიდი ზიანი მიაყენა


"ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი, 24 დეკემბერი, 2022 წელი
"ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი, 24 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის დაქირავებული სამხედრო შენაერთის, "ვაგნერის" მეთაურმა 29 მარტს აღიარა, რომ უკრაინული ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლამ მძიმე ზიანი მიაყენა როგორც მის ძალებს, ასევე უკრაინულ მხარესაც.

Reuters-სს მოჰყავს ევგენი პრიგოჟინის სიტყვები: "დღევანდელმა ბრძოლამ ბახმუტისთვის უკვე პრაქტიკულად გაანადგურა უკრაინული არმია და სამწუხაროდ, ასევე ძლიერად დააზიანა ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიაც", თქვა მან აუდიო შეტყობინებაში.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ 29 მარტს უკრაინელებმა წარმატებით დაახევინეს უკან რუსებს ქალაქის მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებიდან

XS
SM
MD
LG