ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, რომ, მისი წყაროების თანახმად, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას აღმოაჩნდა „ჭრილობები ხელებსა და კისერზე“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლოსიკი სამედიცინო განყოფილებაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მან „თვითმკვლელობა სცადა“. თუმცა არ არის ცხადი, რა მოხდა და რამდენად მძიმეა ჟურნალისტის ჭრილობები.
ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
იანვარში მის ცოლს, დარია ლოსიკს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
იჰარ ლოსიკი აქტიურად აშუქებდა ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმრად აღიარეს.