Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვაგნერის” რამდენიმე დაქირავებული მებრძოლი ყუბანში დაკრძალეს


კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა დაკრძალვა კრასნოდარის ოლქში
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა დაკრძალვა კრასნოდარის ოლქში

19 მარტს კრასნოდარის ოლქის ქალაქ გორიაჩი კლიუჩთან მდებარე „ვაგნერის სასაფლაოზე“ უკრაინაში დაღუპული დაქირავებული მებრძოლები დაკრძალეს. წინა დღით კსკ „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი დაღუპულების ცხედრების სახლში მიტანით დაემუქრა ქალაქის მერს, რომელიც წინააღმდეგი იყო სასაფლაოზე „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულთა დაკრძალვისა ჟურნალისტების მხრიდან მომეტებული ყურადღების გამო.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული 8 „ბოევიკი“ დაკრძალეს. ცერემონიას რამდენიმე ასეული ადამიანის ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ რუსეთის კრასნოდარის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატები დენის ხმელევსკოი და ვლადისლავ გრაფ-კოლესნიკი, ასევე კრასნოდარის საქალაქო დუმის ვიცე-სპიკერი გენადი უფიმცევი.

თავად ევგენი პრიგოჟინი დაკრძალვას არ ესწრებოდა. მათ ტელეგრამის არხით გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და ისევ გაკრა კბილი იმ მოხელეებს, რომლებიც დაკრძალვას ეწინააღმდეგებოდა: "ჩვენ ვაიძულეთ ამ ნაძირლებს, რომ დამალულიყვნენ თავიანთ კაბინეტებში და ხელი არ შეეშალათ ჩვენთვის".

კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე სასაფლაო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამარხს წარმოადგენს.

  • კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე, 2-დან 23 თებერვლის განმავლობაში 80 ახალი საფლავი გამოჩნდა, - ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას აცნობა ყუბანელმა აქტივისტმა, ვიტალი ვატანოვსკიმ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების აღრიცხვას აწარმოებს.
  • აქტივისტის თქმით, ამ არეალში „ვაგნერელთა“ საფლავების საერთო რაოდენობა ამჟამად თითქმის 400-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG