Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მინისტრებს TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ


TikTok-ის აპლიკაცია
TikTok-ის აპლიკაცია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ. BBC-ის თანახმად, აკრძალვის არგუმენტად უსაფრთხოება სახელდება. ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთმა შესაძლოა, უწყებრივ ტელეფონებზე დაცულ მგრძნობიარე მონაცემებზე წვდომა შეძლოს.

სოციალური ქსელი TikTok-ი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ მომხმარებლების მონაცემებს თითქოს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. TikTok-ის პრესსპიკერი განცხადებაში ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება "ფუნდამენტურად მცდარ წარმოდგენებს" ეფუძნება.

დიდ ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოში ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.

XS
SM
MD
LG