Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ჯარები იძულებული არიან, 60 წლის წინანდელი ტანკები გამოიყენონ


საბჭოთა პერიოდის T-67-ის ძეგლი ავღანეთში. ჰერათი, 2012 წ. 15 თებერვალი.
საბჭოთა პერიოდის T-67-ის ძეგლი ავღანეთში. ჰერათი, 2012 წ. 15 თებერვალი.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უკრაინაში მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსეთის ჯარები იძულებული არიან, გამოიყენონ საბრძოლო ტანკები T-67, რომლებიც უკვე 60 წელია, იწარმოება.

დაზვერვის თანახმად, შარშან ზაფხულში საცავებიდან გამოიყვანეს 800 ერთეული Т-62. ზოგ მათგანზე დაამონტაჟეს დამიზნების მოდერნიზებული სისტემები, რაც სავარაუდოდ გაზრდის მათ ეფექტიანობას ღამის პირობებში.

არის ვარაუდები, რომ რუსეთის 1-ელი გვარდიული სატანკო არმიის ნაწილებიც (სავარაუდოდ რუსეთის არმიის მთავარი სატანკო შენაერთები) გამოიყენებენ Т-62-ებს, რათა მოახდინონ დანაკარგების კომპენსაცია.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ დღეებში უკრაინაში პირველად შენიშნეს ჯავშანტრანსპორტიორი BTR-50-ები, რომლებიც პირველად 1954 წელს გამოჩნდა შეიარაღებაში.

სამხედრო ტექნიკის ეს ორივე მოძველებული ტიპი საკმაოდ დაუცველი იქნება თანამედროვე ბრძოლის ველზე, მათ შორის - თანამედროვე რეაქტიული ჯავშნის არარსებობის გამო, მიაჩნიათ ანგარიშის ავტორებს.

XS
SM
MD
LG