Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგებმა 151 ათასს გადააჭარბა - გენერალური შტაბი


ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა რუსული ტანკი განადგურდა, ამბობს გენერალური შტაბი (საარქივო ფოტო).
ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა რუსული ტანკი განადგურდა, ამბობს გენერალური შტაბი (საარქივო ფოტო).

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 151 370 სამხედრო, მათ შორის 765 დაიღუპა ბოლო 24 საათის განმავლობაში - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის სამხედრო უწყებამ რუსეთის შეიარაღებისა და ტექნიკის დანაკარგების განახლებული სიაც წარმოადგინა:

• 3 405 ტანკი;
• 6 673 ჯავშანტექნიკა;
• 2 402 ერთეული საარტილერიო სისტემა;
• 302 საბრძოლო თვითმფრინავი;
• 286 ვერტმფრენი;
• 18 გემი/ნავი;
• 2 061 უპილოტო საფრენი აპარატი;
• 230 ერთეული სპეცტექნიკა;
• 873 ფრთოსანი რაკეტა
• 5 281 ავტომობილი და საწვავის ავზი და სხვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების სახით 200 ათასს მიუახლოვდა.

ნოემბერში აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები ომში სულ მცირე 100 000 მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს.

რუსეთი თავისი დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირადი შემადგენლობის დანაკარგის, 5 937 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ბოლო ცნობა 2022 წლის 21 სექტემბერს გაავრცელა.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

XS
SM
MD
LG