მინსკიდან 12 კილომეტრში, მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე შაბათს აფეთქებები მოხდა. დაზიანდა რუსული თვითმფრინავი და თოვლის საფარი. ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი სამართალდამცველების მიერ შექმნილი ოპოზიციური მოძრაობა "ბიპოლი" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე სამხედრო და საგზაო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ამოწმებენ გამვლელ მანქანებს. დილით, ადგილობრივმა ტელეგრამის არხები ასევე იუწყებოდნენ აეროდრომის მახლობლად მომხდარი აფეთქებების თაობაზე.
პრორუსული ბლოგერები წერენ, რომ აეროდრომს, წინასწარი მონაცემებით, უპილოტოები დაესხნენ თავს.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
- ბელარუსის ტერიტორიას რუსი სამხედროები იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში, მაგრამ ახლა ის გაცილებით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ომის პირველ კვირებში.
- ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მინსკი არ აპირებს თავისი ჯარების გაგზავნას უკრაინის ტერიტორიაზე და ბელორუსის არმია ომში მხოლოდ კიევის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ჩაებმება.
- დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან შეტევის ალბათობა ამჟამად დაბალია.