Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს გაუგრძელა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო დაწესებული სანქციები


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2024 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა უკრაინის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, მათი შემდგომი ანექსიისა და ოკუპაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს აამოქმედა, ყირიმის ანექსიის გამო და შეზღუდვები გააფართოვა 2022 წელს, მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიც.

XS
SM
MD
LG