Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო


რუსეთის დროშა მავთულხლართების ფონზე
რუსეთის დროშა მავთულხლართების ფონზე

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იყო. საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 18 პროცენტი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.

გასული წლის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი - თურქეთი იანვარში მეორე ადგილზე მოხვდა. გასული წლის იანვარში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან 171 748,92 ათასი დოლარი იყო, რუსეთთან კი 128 632,05 ათასი დოლარი. წელს მონაცემები ასეა შეცვლილი: რუსეთი - 263 579 ათასი აშშ დოლარი, თურქეთი - 196 086,3 ათასი აშშ დოლარი.

იანვარში საქართველოდან რუსეთში გაიყიდა (პირველი სამეული):

  • ფეროშენადნობები: 45 327,6 ათასი აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები: 11 235,4 ათასი აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები: 7 087,3 ათასი აშშ დოლარი.

იანვარში რუსეთიდან საქართველომ იყიდა (პირველი სამეული):

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები: 56 671,8 ათასი აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები: 34 751,3 ათასი აშშ დოლარი;
  • ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი: 5 870,4 ათასი აშშ დოლარი.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოსთვის გასული წლის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, იყო თვეები, როცა რუსეთი იკავებდა პირველ ადგილს. ასეთი თვეები იყო 2022 წლის დეკემბერი, ნოემბერი, აგვისტო და ივლისი. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2 806 418,43 ათასი აშშ დოლარი იყო, რუსეთ-საქართველოს შორის კი 2 487 040,81 ათასი აშშ დოლარი.

XS
SM
MD
LG