სლოვაკეთის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, ხოლო რუსეთის მმართველი ძალა ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელშიც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
სლოვაკეთი ეროვნული საბჭოს დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან უკრაინელებზე, სამოქალაქო ინსტიტუტებსა და საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. პარლამენტარებმა ასევე დაგმეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი მუქარა.
ამავე დროს, რეზოლუცია გმობს ჰიბრიდულ ომს, რომელსაც, სლოვაკი პარლამენტარების აზრით, რუსეთი სლოვაკეთის ტერიტორიაზე აწარმოებს. დოკუმენტი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სპეცსამსახურებს და ქვეყნის სხვა კომპეტენტურ ორგანოებს არ შემოიფარგლონ საფრთხის შეფასებით, არამედ მიიღონ ეფექტური ზომები მის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყონ სლოვაკეთის უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება.
მანამდე გასული წლის ბოლოს პოლონეთის სეიმმა პოლონეთის სეიმმა ცნო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნობს, ნათქვამია პოლონეთის სეიმის მიერ გასული წლის დეკემბერის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში.
რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და სხვა მრავალ ვალდებულებას, თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებსა და გენოციდს და ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
2022 წლის 21 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის ყველა წევრს მოუწოდებს, "მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, ტერორისტული სახელმწიფოა".
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის საკითხზე.