Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იარაღის ექსპორტს ახორციელებს სამხრეთ სუდანში გაეროს სანქციების გვერდის ავლით


შეიარაღებული მამაკაცი სამხრეთ სუდანში
შეიარაღებული მამაკაცი სამხრეთ სუდანში

რუსეთის კომპანია „როსობორონექსპორტი“ რამდენიმე წლის განმავლობაში არალეგალურად ჰყიდდა შეიარაღებას სამხრეთ სუდანს, მიუხედავად იმ იარაღის საერთაშორისო ემბარგოსი, რომელიც სუდანს სამოქალაქო ომის გამო გაერომ დაუწესა.

გაეროს ანგარიშის თანახმად რუსული კომპანია იარაღის არალეგალურ მიწოდებას ორ თვეში ერთხელ ახორციელებდა, კენიისა და უგანდის გავლით. იარაღით ვაჭრობა, ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ექსპანსია ამ აფრიკულ სახელმწიფოში რუსეთს, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის ნედლეულისა და უცხოური ვალუტის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის თანახმად, კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულები სუდანსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით არიან დაკავებული და იქ მოგებული თანხები უკრაინაში ომს ხმარდება.

მოსკოვი ამგვარ ბრალდებებს უარყოფს.

გაეროს ანგარიში დაემთხვა სუდანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის ვიზიტს. რუსმა მინისტრმა ამ ქვეყნის მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ წითელი ზღვის სანაპიროზე.

რუსეთს და სუდანს შორის ეს შეთანხმება 25 წლით დაიდო მოქმედების ვადის ათი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

სუდანი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ცნეს.

XS
SM
MD
LG