Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეოზდენტი სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩართვისას, 1 თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეოზდენტი სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩართვისას, 1 თებერვალი, 2023 წელი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს. ამის შესახებ წერია, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ პოსტში.

„საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს. მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით", - ნათქვამია სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმირებული არიან და ექნებათ რეაგირება.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG