ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც დააკანონა რეგიონის მეთაურის თანამდებობის დასახელება ჩეჩნურ ენაზე - „მეხკ-და“. როგორც რადიო თავისუფლების მედია-პროექტი Кавказ.Реалии წერს ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს „მხარის მამას“, მაგრამ გამოიყენება „ხალხის მამის“ მნიშვნელობით.
საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, განხილვას და დამტკიცებას თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ჩეჩნეთის პარლამენტის თვმჯდომარე მაჰომედ დაუდოვია.
რამზან კადიროვს, რომელიც ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, უფლებადამცველები ადანაშაულებენ სასტიკ რეპრესიებში, ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევასა და ოპონენტების გატაცებებსა და მკვლელობაში. კადიროვი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტია. მის წინააღმდეგ დასავლეთის სახელმწიფოებს სანქციები აქვთ დაწესებული.