Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში პერევთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია


უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გელა იობაშვილი
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გელა იობაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია. ის ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

იობაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 23 სექტემბერს გავრცელდა.

სუსის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ამჟამად ცხინვალის ციხეში რჩება საქართველოს ექვსი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG