Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: დასავლეთს სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის გამაღიზიანებლად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს საქართველოს „ანტი-რუსეთად“ გადაქცევის მცდელობაში. კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24“-ის და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთს სურს საქართველო აქციოს რუსეთის „მორიგ გამაღიზიანებლად“ და სიტუაცია დააბრუნონ „სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში“.

ლავროვის განცხადებით, სანქციებთან შეერთების მოთხოვნით დასავლეთის „უპრეცედენტო ზეწოლის“ პასუხად, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, რუსეთთან აქვს ვაჭრობა, ტურიზმი და ენერგომატარებლებს იღებს. „დასავლეთის ზეწოლაზე“ საუბრისას ლავროვმა მოიშველია, როგორც თავად თქვა, საქართველოში გამოყენებული ტერმინოლოგია - „მეორე ფრონტის გახსნა".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოზიცია პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობას პოზიცია მოუწონა და ვაჟკაცობად შეუფასა 18 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზეც.

XS
SM
MD
LG