Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Rising waves


ავტორი: ანა ჯიქურიძე

In a galaxy

Here, around me

Everybody wants to be my enemy

But after the fall

I will rise up like the waves…

კრიზისის დროს ეს სიტყვები მანტრასავით მეორდება ჩემს გონებაში. ცნობილი და წარმატებული ადამიანები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ მარცხი წარმატებისკენ მიმავალი გზის გარდაუვალი ნაწილია და რომ მთავარი სწორედ მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელებაა. რაც მართალია, მართალია. მთავარი ნამდვილად ის არის თუ როგორ წამოვდგებით ფეხზე და სასოწარკვეთილებისგან მარტივ მამრავლებად დაშლილ ჩვენს ნაწილებს როგორ შევაკოწიწებთ და გავამთელეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარია როგორი comeback გვექნება და აზვირთებული ტალღების მსგავსად მედიდური და ძლიერი იერსახის მატარებლები ვიქნებით თუ არა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დროის საკითხია. ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტი თვითგადარჩენაა, რა დროსაც ჩვენსავე ტკივილს ჩვენსავე ძლიერ მხარედ გარდავქმნით და ტრიუმფად ვაქცევთ. ჩვენ ხომ დაუოკებელი სურვილი არ გვასვენებს ვიყოთ თვითშემდგარი პიროვნებები, რის გამოც ადრე თუ გვინ ყველაფერს შესაძლებლობად ვაქცევთ.

მაგრამ სასოწარკვეთილებსა და დემორალიზებულებს რა გვაძლიერებს და რა გვმატებს მხნეობას? ცნობილ გამოთქმას თუ დავუჯერებთ ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ ტკივილი ყოფილა მორალური სიძლიერის წყარო. ამიტომ მტრების გარემოცვაში ყოფნა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩვენი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ბევრი გარჯა არ გვჭირდება მტრების მოსაძებნად. განსაკუთრებით მაშინ როდესაც წარმატებას ვაღწევთ, ჩვენი მტრები ყოველთვის ჩვენს გარშემო ტრიალებენ სამსახურში, სახლში და ა.შ. მთავარია დამოკიდებულება შევცვალოთ ჩვენი მტრების მიმართ და გვქონდეს მათი მიმღებლობა, რადგან მათთან ურთიერთობა გვიბიძგებს ვიყოთ უფრო მეტად ჭკვიანები, ეშმაკები, მოხერხებულები, მშრომელები, დაუზარელები, მიზანდასახულები, ნებისყოფიანები და მომთმენები. ასე რომ, შეგვიძლია მათ მადლობაც კი გადავუხადოთ არსებობისთვის და ჩვენი თავის დატრენინგებისთვის, თუ როგორ გავმხდარიყავით უკეთესები. ეს ყველაფერი ძალიან სახალისოც კი შეიძლება იყოს, რადგან ყველაფერი ჩვენს აღქმებზე და რეაქციებზეა დამოკიდებული.

ასე რომ, გიყვარდეთ თქვენი მტრები. ისინი მხოლოდ საუკეთესო მასწავლებლები არიან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG