Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუისთან, მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG