Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე მოსახლეობას "ლაგუნა ვერეს" აღდგენას ჰპირდება


"ლაგუნა ვერე"
"ლაგუნა ვერე"

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი "ლაგუნა ვერეს" საცურაო კომპლექსს აღადგენს. მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", ამ ქონების გადაცემისთვის.

"ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და პროცესში საზოგადოებაც ჩართული იქნება. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტთან დაკავშირებით, მას მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნობთ", - თქვა მერმა.

მან ასევე ისაუბრა "აბრეშუმის ქარხნის" ტერიტორიის შესახებ, სადაც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაცია მრავალფუნქციური ცათამბჯენების აშენებას გეგმავს.

"რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, აქ დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც, მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, ქმნის თბილისის ერთგვარ ისტორიულ სახეს. შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას...

არქიტექტურის კუთხით, ჯერჯერობით გრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ საუკეთესო განაშენიანება. სხვა დეტალებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ განაგრძობენ მუშაობას", - თქვა მერმა.

რამდენიმე დღის წინ, როცა მედია დაინტერესდა"აბრეშუმის ქარხნის" ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენების საკითხით, თბილისის მერმა თქვა, რომ ის "ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება".

XS
SM
MD
LG