Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერისა და ვიცე-პრემიერის შეხვედრა ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერისა და ვიცე-პრემიერის შეხვედრა ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ფრანგული კომპანიის, ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდნენ. ამ კომპანიამ მოიპოვა Tav Airports-ის აქტივების განკარგვის უფლება. თავის მხრივ Tav Airports-ი მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.

"მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) 1945 წელს დაფუძნდა. ეს ჯგუფი მართავს მსოფლიოში 20-ზე მეტ აეროპორტს, მათ შორის საფრანგეთში პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.

XS
SM
MD
LG