Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ქვეყნები და რუსეთი ორმხრივად გაიწვევენ ელჩებს


ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნატოსა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ესტონეთმა და ლატვიამ, რუსეთის ელჩებს ქვეყნების დატოვების შესახებ უთხრეს მას მერე, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ რანგით ადაბლებს დიპლომატიურ კავშირებს ესტონეთთან და ეს ქვეყანა "ტოტალურ რუსოფობიაში" დაადანაშაულა.

"ესტონეთი, ლატვია და მათი ბალტიისპირელი მეზობელი, ლიეტუვა, ნატოს მოკავშირეთა იმ ჯგუფში არიან, რომლებიც გერმანიას მკვეთრად მოუწოდებენ 'ლეოპარდის' ტიპის ტანკებით გააძლიეროს უკრაინა, რუსეთის შეჭრის მოგერიების პროცესში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მან ესტონეთის ელჩს შეატყობინა, რომ მომავალ თვეში ქვეყანა უნდა დატოვოს და ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის დედაქალაქებში წარმოდგენილი იქნება ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ფიგურებით და არა ელჩებით. ესტონეთმა ამას ანალოგიურად უპასუხა და რუსეთის ელჩს დაავალა, ქვეყანა 7 თებერვლამდე დატოვოს", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ.

XS
SM
MD
LG