Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დაიბლოკა ტელეარხ RT France-ის საბანკო ანგარიში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საფრანგეთში დაიბლოკა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის ფრანგულენოვან არხ RT France-ის საბანკო ანგარიში. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „ლე მონდი“, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში. ამ პაკეტის თანახმად, ფინანსური სანქციების ქვეშ აღმოჩნდა და ანგარიში დაუბლოკეს ტელეკომპანია RT–ის მმართველ კომპანია ANO TV-Novosti-ს.

RT France-ის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფიოდოროვამ ფრანგულ გამოცემას უთხრა, რომ მიიღო წერილი ბანკიდან, რომლის თანახმად, ტელეარხის "ანგარიშზე არსებული ყველა თანხა მთავარი სახაზინო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე გაიყინა."

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე სააგენტო „სპუტნიკის“ და რუსეთის კიდევ ერთი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, ტელეკომპანია RT-ის საქმიანობა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის მაუწყებლობის ლიცენზია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმეს. გასული წლის თებერვლის დასაწყისში გერმანიამ აკრძალა RT-ის მაუწყებლობა გერმანულ ენაზე. საპასუხოდ რუსეთმა რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა „დოიჩე ველეს“ და ამ მედიასაშუალების "უცხოეთის აგენტად" აღიარების პროცედურა დაიწყო.

"ლე მონდი" აღნიშნავს, რომ ანგარიშის გაყინვის შემდეგად უფულოდ დარჩენილი RT France ვერ შეძლებს გადაუხადოს ხელფასები ასამდე თანამშრომელს, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ არხზე, ასევე გადაიხადოს ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლების გადასახადები.

XS
SM
MD
LG