Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში ორი ძმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ცნეს დამნაშავედ


შვედეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და მისი ძმა, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

სასამართლომ პეიმან კიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მის ძმას, პაიამს - ცხრა წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა.

ძმები გასული წლის ნოემბერში დააკავეს, ორივე მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. უფროს ძმას, პეიმან კიას, ასევე ბრალი ედება საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესების უხეშ დარღვევაში.

გამომძიებლების განცხადებით, პეიმან კიამ რუსებისთვის გადასაცემი საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა, როდესაც ის შვედეთის სპეცსამსახურებსა და არმიაში მსახურობდა, ხოლო მის ძმას ათი წლის განმავლობაში ჰქონდა კავშირი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ აწვდიდა მას ინფორმაციას. ორივე ძმა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პეიმან კია 42 წლისაა, ხოლო მისი ძმა პაიამი მასზე შვიდი წლით უმცროსია. ორივე ირანული წარმოშობისაა.

XS
SM
MD
LG