რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, დილით, აფეთქებები იყო. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებები მოხდა ბელბეკის აეროდრომთან. უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ტელეგრამზე წერს, რომ სევასტოპოლში სულ მცირე ორჯერ ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. სევასტოპოლის დე ფაქტო ადმინისტრაციას აფეთქებების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, წუხელ აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ დონის როსტოვშიც. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ტელეგრამზე დაწერა, რომ სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.