Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი


დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე. 1 აგვისტო, 2019 წელი
დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე. 1 აგვისტო, 2019 წელი

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის "კეთილსინდისიერ მესაკუთრედ" ქიბარ ხალვაში დატოვა.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოსგან წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"ეს საქმე არის მნიშვნელოვანი იმაზე პასუხის გასაცემად, ვართ თუ არა სახელმწიფო", - უთხრა მაშინ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, რადიო თავისუფლებას დავით დვალმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 14 დეკემბერს, ამ საქმის განხილვის შემდეგ.

"აღდგენილი სამართლიანობა!" - ამჯერად ასე შეაფასა დავით დვალმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG