Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასიმო დანჯელო: „სააკაშვილი აშშ-ის ან ევროპის კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი“


მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართული ბრიფინგი 12.12.2022
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართული ბრიფინგი 12.12.2022

„ექიმებისგან შექმნილი გუნდი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას არა მხოლოდ აწამებდნენ, არა მხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მის მდგომარეობას ართულებს“, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. ადვოკატმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ იმ 14 წამლიდან, რომლებსაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, ერთი წარმოებული იყო რუსეთში და ტოქსიკურად მოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე.

„მას სჭირდება სიცოცხლის გადარჩენის მკურნალობა. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. გვინდა მოვისმინოთ ხმები და იმედი გვაქვს, რომ ეს ხმები იქნება გაჟღერებული და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარჩენილი. რა დასკვნაც ჩვენ გამოვიტანეთ, არის ის, რომ მას საქართველოში ვერ ჩაუტარდება სათანადო მკურნალობა. იგი სადმე აშშ-ის ან ევროპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ“, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სტრასბურგში.

სტრასბურგში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები: ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია და სანდრა რულოვსი, რომლებმაც ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG