Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცემა „ხოლოდის“ პოდკასტების რედაქტორი ალექსეი პონომარიოვი საქართველოში არ შეუშვეს


გამოცემა „ხოლოდის“ პოდკასტების რედაქტორი ალექსეი პონომარიოვი საქართველოში არ შეუშვეს.

ჟურნალისტი საქართველოში ლატვიიდან ბრუნდებოდა. როგორც „ხოლოდი“ წერს, თბილისის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა პონომარიოვი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეს საზღვარზე. ამის შემდეგ მას გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვა „სხვა მიზეზების“ გამო. ამის შემდეგ პონომარიოვი თვითმფრინავში ჩასვეს და კვლავ რიგაში გაამგზავრეს.

გამოცემის თანახმად, ჟურნალისტი უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და იქ ბინა ჰქონდა ნაქირავები.

ივნისში საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოში შესვლის უფლება არ მისცა ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ ოლგა ბორისოვას, სექტემბერში ანალოგიური შემთხვევა მოუვიდა ფონდ „ნუჟნა პომოშჩისა“ და საინტერნეტო გამოცემა „ტაკიე დელას“ დამაარსებელს, მიტია ალეშკოვსკის. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს უარის მიზეზი არცერთ შემთხვევაში არ დაუზუსტებიათ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთი დატოვა რუსეთის დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასურველი ქვეყანაა, სადაც ისინი ჩადიან.

XS
SM
MD
LG