Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული BMP1 გადასცა


უკრაინელი ჯარისკაცები BMP1-ის კოშკურაზე ქალაქ იზიუმთან ახლოს. 2022 წლის სექტემბერი
უკრაინელი ჯარისკაცები BMP1-ის კოშკურაზე ქალაქ იზიუმთან ახლოს. 2022 წლის სექტემბერი

ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა.

"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.

ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანების" პირველი პარტია უკრაინას უკვე გადაეცა.

XS
SM
MD
LG