Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაყოფია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე მხარს მელიას დაუჭერს


კობა ნაყოფია, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
კობა ნაყოფია, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თუ პარტიაში არჩევნები ჩატარდება, მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. კლინიკა "ვივამედში" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ნაყოფიამ თქვა, რომ ნიკა მელიას პარტიაში თავი არ ამოუწურავს და მისმა თანაპარტიელებმა იჩქარეს.

"მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ესაა...

ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, არაფერი არ ვიცოდი, ისევე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ არაფერი იცოდა. სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე და მოდით, დაველოდოთ მოვლენებს. მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა ცოტა იჩქარეს. არ მიმაჩნია, რომ მან ამოწურა თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე", - უთხრა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს. კითხვას პირადად დაუჭერს თუ არა მხარს ნიკა მელიას შიდაპარტიულ არჩევნებზე, იგი პასუხობს: "დიახ".

საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.

იმავე საღამოს ბრიფინგი ჩაატარა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია".

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

XS
SM
MD
LG